აფხაზეთში Covid 19-ით კიდევ 93 ადამიანი დაინფიცირდა, გარდაიცვალა ორი პაციენტი
ბოლო მონაცემებით აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 367ადამიანი გამოიკვლიეს, მათგან 93-ს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას
Сovid 19-სგან მოსახლეობის დაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
ამავე ცნობით, გუდაუთის ჰოსპიტალში კორონავირუსისგან გამოწვეული გართულებებით, 1949 და 1952 წელს დაბადებული ორი პაციენტი გარდაიცვალა.
ამ ეტაპზე გუდაუთის საავადმყოფოში 88 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, აქედან 29-ის მდგომარეობა მძიმეა.
სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 34 კოვიდდადებითი პაციენტი იმყოფება, მათგან ორ მძიმე მდგომარეობაშია.
რაც შეეხება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ სოხუმში მოწყობილ მობილურ ჰოსპიტალს, იქ ამჟამად 51 კოვიდდადასტურებულია მოთავსებული, მათგან 3-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
სოხუმმა პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსის 7136 შემთხვევადაადასტურა, გარდაცვლილია 97, გამოჯანმრთელებულია - 5187 ადამიანი.
ამავე ცნობით, გუდაუთის ჰოსპიტალში კორონავირუსისგან გამოწვეული გართულებებით, 1949 და 1952 წელს დაბადებული ორი პაციენტი გარდაიცვალა.
სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 34 კოვიდდადებითი პაციენტი იმყოფება, მათგან ორ მძიმე მდგომარეობაშია.
რაც შეეხება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ სოხუმში მოწყობილ მობილურ ჰოსპიტალს, იქ ამჟამად 51 კოვიდდადასტურებულია მოთავსებული, მათგან 3-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
სოხუმმა პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსის 7136 შემთხვევადაადასტურა, გარდაცვლილია 97, გამოჯანმრთელებულია - 5187 ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები