ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 74 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 337 ახალი დადასტურებული შემთხვევა, აქედან 74 სამეგრელო-ზემო სავნეთში დაფიქსირდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე თქვა.

"ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 6 554 კვლევა ტესტით, მათ შორის 3 064 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 3 490 Pჩღ ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 337 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 191 063-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 498 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 161 681-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 49 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 1 839 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 337 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 571 შემთხვევა, აჭარა-212, იმერეთი-147, ქვემო ქართლი-168, შიდა ქართლი-48, გურია-16, სამეგრელო-ზემო სვანეთი-74, კახეთი-41, მცხეთა-მთიანეთი-41, სამცხე-ჯავახეთი-18, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-1.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 27 517, საიდანაც, 6 912 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში-2 977, აჭარაში-866, იმერეთში-1 419. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 087 პირი, მათ შორის, თბილისში-518, აჭარაში-150, იმერეთში-239. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 465 პირი, მათგან თბილისში-222, აჭარაში-82, იმერეთში-52. 2 886 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 951 -თბილისში, 1 332-აჭარაში, 288-იმერეთში. 17 719 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 986 ადამიანი, მათ შორის, თბილისში-290, აჭარაში -146, ხოლო იმერეთში-15.

სულ 6 ოქტომბრიდან - 13 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია 20 352 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 48 685 ადამიანი, მათ შორის თბილისში-18 908 პირი, აჭარაში-8 667, იმერეთში-6 319", - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზამთარში თუ შვებულების საინტერესოდ გატარებას გეგმავ, მთავარი მისი სწორად დაგეგმვაა. სწორი გათვლებითა და მცირე დანახარჯებით შეგიძლიათ ოცნების არდადეგები მოიწყოთ.
ქალთა ფონდი "სოხუმი" დასავლეთ საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში ახორციელებს ქალების ურთიერთდახმარების პროექტს. ამ მიზნით, შეირჩა სპეციალური ჯგუფები, რომლებიც აქტიურ შეხვედრებს მართავენ და ხელს უწყობენ

,,ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი" მიმდინარე წლის აგვისტოდან ახორციელებს პროექტს ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და NEET-ახალგაზრდების ციფრული და სამეწარმეო მიმართულებით გაძლიერება".

ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
23 / დეკემბერი 2024
ზუგდიდში წინასაახალწლო განათებების მონტაჟის გამო, ზვიად გამსახურდიას გამზირის ნაწილი საათზე მეტია გადაკეტილია. გზაზე ავტომობილებით გადაადგილება შეზღუდულია, რამაც საცობი გამოიწვია.
22 / დეკემბერი 2024
ამ წუთებში ხანძარია ზუგდიდში, ე.წ. ფაიფურის დასახლებაში იწვის ყოფილი ბაზრის ორსართულიანი შენობა, რომელშიც რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს.
22 / დეკემბერი 2024
პროტესტის 25 - ე დღეს, მოქალაქეები ისევ შეიკრიბნენ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობასთან.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
05 / დეკემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.