სამეგრელოს კლინიკებში 300-მდე ინფიცირებული მკურნალობს
სამეგრელო-ზემო სვანეთის ხუთ კოვიდმიმღებ კლინიკაში 291 ინფიცირებული მკურნალობს, მათგან 85 პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, მძიმედაა 31 ადამიანი.
ყველაზე მეტი - 153 კოვიდდადებითი პირი მკურნალობას რუხის კლინიკაში გადის, ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდპაციენტი მკურნალობს, სენაკში, სენამედის კლინიკაში - 39 პაციენტი, ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში 31 ინფიცირებული პაციენტი იმყოფება, აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში კი 28 პაციენტი.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 114 ადამიანი.
რეგიონის საკარანტინო ზონებში იმყოფება 108 პირი.
სამეგრელო-ზემო სვანეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსით ინფიცირების 404 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 1 ადამიანი.

მასალის გამოყენების პირობები