სოხუმმა კორონავირუსის 133 და გარდაცვალების 3 შემთხვევა დაადასტურა
ბოლო მონაცემებით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 455 ადამიანი გამოიკვლიეს, მათგან 133-ს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას Covid 19-სგან მოსახლეობის
დაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
ამავე ინფორმაციით, გუდაუთის საავადმყოფოში სამი პაციენტი გარდაიცვალა, კორონავირუსისგან გამოწვეული გართულებებით, 67 და 78 წლის ორი ქალი და 1934 წელს დაბადებული მამაკაცი.
ამ ეტაპზე გუდაუთის საავადმყოფოში 88 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, აქედან 19-ის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 34 კოვიდდადებითი პაციენტი იმყოფება, მათგან ორ მძიმე მდგომარეობაშია.
რაც შეეხება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ სოხუმში მოწყობილ მობილურ ჰოსპიტალს, იქ ამჟამად 58 კოვიდდადასტურებულია მოთავსებული, მათგან 4-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
სოხუმმა პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსის 7269 შემთხვევა აღრიცხა, გარდაცვლილია 100, გამოჯანმრთელებულია - 5286 ადამიანი.
ამავე ინფორმაციით, გუდაუთის საავადმყოფოში სამი პაციენტი გარდაიცვალა, კორონავირუსისგან გამოწვეული გართულებებით, 67 და 78 წლის ორი ქალი და 1934 წელს დაბადებული მამაკაცი.
რაც შეეხება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ სოხუმში მოწყობილ მობილურ ჰოსპიტალს, იქ ამჟამად 58 კოვიდდადასტურებულია მოთავსებული, მათგან 4-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
სოხუმმა პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსის 7269 შემთხვევა აღრიცხა, გარდაცვლილია 100, გამოჯანმრთელებულია - 5286 ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები