სამეგრელოს კლინიკებში 287 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან 17 მძიმე მდგომარეობაშია
სამეგრელო-ზემო სვანეთის ხუთ კოვიდმიმღებ კლინიკაში ამ ეტაპზე 287 ინფიცირებული მკურნალობს, მათგან 70 პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, მძიმედაა 17 ადამიანი.
ყველაზე მეტი - 156 კოვიდდადებითი პირი მკურნალობას რუხის კლინიკაში გადის, ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათგან 12-ის მდგომარეობა მძიმეა. სენაკში, სენამედის კლინიკაში 40 პაციენტია მოთავსებული, მათგან 5 მძიმეა. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში 30 ინფიცირებული პაციენტი იმყოფება, აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში კი 21 პაციენტი.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 158 ადამიანი. საკარანტინო ზონებში იმყოფება 98 პირი.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 158 ადამიანი. საკარანტინო ზონებში იმყოფება 98 პირი.
მასალის გამოყენების პირობები