სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსით ინფიცირების 269 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 487 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე თქვა.
მან კორონავირუსთან დაკავშირებით, 16 დეკემბრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა. სიჭინავას ინფორმაციით სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით კორონავირუსი კიდევ 269 ადამიანს დაუდგინდა.
ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 198 387-ს. გამოჯანმრთელდა კიდევ 2 495 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 167 281-მდე.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების კიდევ 39 შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 1 922 პირი ემსხვერპლა.

მასალის გამოყენების პირობები