სენაკში კიდევ ერთი კოვიდკლინიკა გაიხსნა
სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით რიგით მეექვსე კოვიდმიმღები კლინიკა სენაკში გაიხსნა. ამის შესახებ ჟურნალისტებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ უთხრა.
მისივე ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულება 40 პაციენტზე იქნება გათვლილი.
"კლინიკა "ლაზიკამედი" იმ პაციენტებს მოემსახურება ვისაც ვირუსის გართულებული ფორმა აქვთ და ჰოსპიტალიზაციას საჭიროებენ. ჩვენ ახალი კლინიკის გახსნით, რეგიონში კოვიდ საწოლების რაოდენობა 360-მდე გავზარდეთ",- აღნიშნა მალხაზ თორიამ.
სამეგრელო-ზემო სვანეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 199 შემთხვევა დაფიქსირდა. არსებულ კოვიდ კლინიკებში მკურნალობის კურსს გადის 297 პაციენტი, მათ შორის საშუალო სიმძიმისაა 94 პირი, ხოლო 27 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
ბოლო მონაცემებით, რეგიონის მასშტაბით გარდაიცვალა 4 ინფიცირებული. ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 295 პაციენტი.

მასალის გამოყენების პირობები