აფხაზეთში კორონავირუსის 102 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ბოლო მონაცემებით, აფხაზეთში 413 ადამიანი გამოიკვლიეს, მათგან 102-ს კორონავირუსი დაუდგინდა.
ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკაში Сovid 19-სგან მოსახლეობის დაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბი ავრცელებს. ამავე ცნობით, გუდაუთის საავადმყოფოში 91 ინფიცირებული მკურნალობს, აქედან 28-ის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 35 კოვიდდადებითი პაციენტი იმყოფება. რაც შეეხება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ სოხუმში მოწყობილ მობილურ ჰოსპიტალს, იქ ამჟამად 64 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული, მათგან 5-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
აფხაზეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 7 704 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 101, გამოჯანმრთელდა 5 724 ადამიანი.
აფხაზეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 7 704 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 101, გამოჯანმრთელდა 5 724 ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები