სამეგრელოში კორონავირუსით 2 პაციენტი გარდაიცვალა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, რეგიონის მასშტაბით კოვიდ19-ით ინფიცირებული ორი პაციენტი გარდაიცვალა.
ერთი მათგანი, 64 წლის მამაკაცი მარტვილის მკვიდრია და ის ქუთაისის კოვიდკლინიკაში მკურნალობდა. მეორე გარდაცვლილი, 58 წლის ფოთელი მამაკაცი კი ბათუმში რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობის კურსს.ინფორმაციისთვის, რეგიონში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ინფიცირების 264 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
მასალის გამოყენების პირობები