აფხაზეთში კორონავირუსით 3 ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა ინფიცირების 101 ახალი შემთხვევა
ბოლო მონაცემებით, აფხაზეთში 560 ადამიანი გამოიკვლიეს, მათგან 101-ს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკაში Сovid 19-სგან მოსახლეობის დაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
ამავე ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 3 პაციენტი. 77 წლის მამაკაცი სოხუმის ინფექციურში გადიოდა მკურნალობის კურსს, 52 წლის ქალი კი ტყვარჩელის საავადმყოფოში იყო მოთავსებული. რაც შეეხება 96 წლის მამაკაცს, ის გალის მკვიდრია.
ამ ეტაპზე გუდაუთის ინფექციურში 100 ინფიცირებული მკურნალობს, აქედან 39-ის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 35, ტყვარჩელის კლინიკაში 18, ხოლო ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში 22 კოვიდდადებითი პაციენტი იმყოფება. რაც შეეხება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ სოხუმში მოწყობილ მობილურ ჰოსპიტალს, იქ ამჟამად 49 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული, მათგან 5-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
აფხაზეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 8 236 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 105, გამოჯანმრთელდა 6 508 ადამიანი.

მასალის გამოყენების პირობები