სამეგრელოს კოვიდკლინიკებში 270 პაციენტი მკურნალობს, 30-ის მდგომარეობა მძიმეა
სამეგრელოს მასშტაბით არსებულ კოვიდმიმღებ კლინიკებში დღეის მონაცემებით 270 ადამიანი მკურნალობს, მათგან 30 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 110 პაციენტი რუხის კლინიკაშია მოთავსებული, მათ შორის 85-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, 6-ის კი მძიმე. ფოთის ჰოსპიტალში 40 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 7 მძიმეა. სენამედის კლინკაში მკურნალობის კურსს გადის 39 კოვიდინფიცირებული, მათ შორის მძიმეა 11 პაციენტი. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 24 ინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის 5 მძიმე მდგომარეობაშია. აბაშის ევექსის კოვიდკლინიკაში 21 პაციენტია მოთავსებული. სენაკის "ლაზიკა მედში" კი 36 პაციენტი მკურნალობს, მათგან 1 მძიმედაა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 154 ადამიანი.
საკარანტინო სივრცეებში 42 პირი იმყოფება.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 154 ადამიანი.
საკარანტინო სივრცეებში 42 პირი იმყოფება.
მასალის გამოყენების პირობები