სამეგრელოს კოვიდმიმღებ ცენტრებში 205 ადამიანი მკურნალობს, მძიმე მდგომარეობაშია 14 პირი
სამეგრელოს მასშტაბით არსებულ კოვიდმიმღებ კლინიკებში დღეის მონაცემებით 205 ადამიანი მკურნალობს, მათგან 14 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 75 პაციენტი რუხის კლინიკაშია მოთავსებული, ფოთის ჰოსპიტალში 30 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 4 მძიმეა. სენამედის კლინკაში მკურნალობის კურსს გადის 38 კოვიდინფიცირებული, მათ შორის მძიმეა 5-ის მდგომარეობა. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 18 ინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის 4 მძიმე მდგომარეობაშია. აბაშის ევექსის კოვიდკლინიკაში 11 პაციენტია მოთავსებული. სენაკის "ლაზიკა მედში" კი 33, მათგან ერთი მძიმე.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოვლინდა COVID 19-ით ინფიცირების 201 ახალი შემთხვევა, ხოლო გამოჯანმრთელდა 199 ადამიანი.
საკარანტინო სივრცეებში 93 პირი იმყოფება.

მასალის გამოყენების პირობები