სამეგრელოს კოვიდკლინიკებში 200-ზე მეტი პაციენტი მკურნალობს, მათგან 20-ის მდგომარეობა მძიმეა
ამ დროისთვის, სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში 207 პაციენტი გადის მკურნალობის შესაბამის კურსს. აქედან, რუხის კლინიკაში 66 პირია მოთავსებული,
მათ შორის, 7-ის მდგომარეობა მძიმეა. სენაკის "სენა-მედში" მყოფი 38 კოვიდპაციენტიდან, 5 მძიმეა. ფოთის კლინიკაში 33 პაციენტი გადის მკურნალობას, მათგან 4 მძიმე პაციენტია. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში 18 პირია მოთავსებული, მათ შორის, 4 მძიმეა. აბაშის "ევექსის" კოვიდკლინიკაში 21 პირი გადის მკურნალობის შესაბამის კურსს, ხოლო სენაკის "ლაზიკა მედში" 31 პაციენტი იმყოფება.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 54 პაციენტი გამოჯანმრთელდა. რეგიონის მასშტაბით სულ კარანტინში 90 მოქალაქე იმყოფება.
ინფორმაციისთვის, რეგიონში ინფიცირების 31 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სამეგრელოში, კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი 85 წლის ქალი გარდაიცვალა. ის სენაკის მკვიდრია.

მასალის გამოყენების პირობები