ზუგდიდში სასულიერო პირებს კორონავირუსზე ტესტირება უტარდებათ
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის სასულიერო პირებს, მათ შორის, მიტროპოლიტ გერასიმეს, კორონავირუსზე ტესტირება უტარდებათ. ვირუსზე ასევე გამოიკვლევენ სტიქაროსნებს და მგალობლებს.
დღეს მათ ნაწილს PCR ტესტი წირვის შემდეგ ჩაუტარდათ. მიტროპოლიტ გერასიმეს ცნობით, ტესტირება ყოველკვირეულად, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების გათვალისწინებით, უკვე არაერთხელ ჩაუტარდათ.
მასალის გამოყენების პირობები