სოხუმმა Covid-19 -ით ინფიცირების 141 და გარდაცვალების 1 შემთხვევა დაადასტურა
ბოლო მონაცემებით, აფხაზეთში 522 ადამიანი გამოიკვლიეს, მათგან 141-ს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკაში
Covid 19-სგან მოსახლეობის დაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბი ავრცელებს. ამავე ცნობით, კორონავირუსით გარდაიცვალა კიდევ ერთი პაციენტი, 1950 წელს დაბადებული ქალი , რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ სოხუმში მოწყობილ მობილურ ჰოსპიტალში მკურნალობდა.
ამ ეტაპზე გუდაუთის ინფექციურში 96 კოვიდდადებითი პირი მკურნალობს, აქედან 31-ის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში - 36, ტყვარჩელის კლინიკაში - 15, გაგრის ცენტრალურ საავადმყოფოში - 35, ოჩამჩირის საავადმყოფოში- 26, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საველე ჰოსპიტალში კი 49 კოვიდ ინფიცირებული პირი მკურნალობს.
აფხაზეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 10102 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 143, გამოჯანმრთელდა 7 808 ადამიანი.

მასალის გამოყენების პირობები