აფხაზეთში Covid- 19 კიდევ 149 ადამიანს გამოუვლინდა
ბოლო მონაცემებით, აფხაზეთში 658 ადამიანი გამოიკვლიეს, მათგან 149-ს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკაში
Covid 19-სგან მოსახლეობის დაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბი ავრცელებს. ამავე ცნობით, კორონავირუსით კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა, 86 წლის ქალი, რომელიც გუდაუთის საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობის კურსს და 78 წლის მამაკაცი, რომელიც გაგრის საავადმყოფოში იყო მოთავსებული.
ამ ეტაპზე გუდაუთის ინფექციურში 94 კოვიდდადებითი პირი მკურნალობს, აქედან 33-ის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში - 35, ტყვარჩელში - 15, გაგრის საავადმყოფოში - 27, ოჩამჩირის საავადმყოფოში- 27, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საველე ჰოსპიტალში კი 50 კოვიდ ინფიცირებული პირი გადის მკურნალობის კურსს.
აფხაზეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 10251 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 145, გამოჯანმრთელდა 8010 ადამიანი.

მასალის გამოყენების პირობები