სამეგრელოს კოვიდმიმღებ ცენტრებში 225 პაციენტი მკურნალობს, მძიმე მდგომარეობაშია 8 პირი
სამეგრელოს მასშტაბით არსებულ კოვიდმიმღებ კლინიკებში ბოლო მონაცემებით 225 ადამიანი მკურნალობს, მათგან 8 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 77 პაციენტი რუხის კლინიკაშია მოთავსებული, ფოთის ჰოსპიტალში 39 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის 4 მძიმეა. სენამედის კლინკაში მკურნალობის კურსს გადის 39 კოვიდინფიცირებული, მათ შორის მძიმეა 1-ის მდგომარეობა. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 14 ინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის 2 მძიმე მდგომარეობაშია. აბაშის ევექსის კოვიდკლინიკაში 21 პაციენტია მოთავსებული. სენაკის "ლაზიკა მედში" კი 35, მათგან 1 მძიმედაა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოვლინდა ინფიცირების 4 ახალი შემთხვევა, ხოლო გამოჯანმრთელდა 146 ადამიანი.
საკარანტინო სივრცეებში 39 პირი იმყოფება.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოვლინდა ინფიცირების 4 ახალი შემთხვევა, ხოლო გამოჯანმრთელდა 146 ადამიანი.
საკარანტინო სივრცეებში 39 პირი იმყოფება.
მასალის გამოყენების პირობები