აფხაზეთში Covid-19 კიდევ 122 ადამიანს გამოუვლინდა
სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 122 ახალი შემთხვევა დაადასტურა. ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკაში Covid 19-სგან მოსახლეობისდაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
ამ ეტაპზე გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოში 100 კოვიდდადებითი პირი მკურნალობს, აქედან 27-ის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურში - 36, ტყვარჩელში - 15, გაგრის ცენტრალურ საავადმყოფოში - 26, ოჩამჩირის საავადმყოფოში -25, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ სოხუმში მოწყობილ საველე ჰოსპიტალში კი 60 კოვიდინფიცირებული პირი გადის მკურნალობის კურსს.
აფხაზეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 10 608 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 152, გამოჯანმრთელდა 8224 ადამიანი.
აფხაზეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 10 608 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 152, გამოჯანმრთელდა 8224 ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები