აფხაზეთში კორონავირუსით 2 ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა ინფიცირების 91 ახალი შემთხვევა
ბოლო მონაცემებით აფხაზეთში 524 ადამიანი გამოიკვლიეს, მათგან 91-ს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკაში Сovid 19-სგან მოსახლეობის დაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
ამავე ცნობით, გარდაიცვალა კიდევ 2 პაციენტი. 1937 წელს დაბადებული მამაკაცი და 1953 წელს დაბადებული ქალი გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოში გადიოდნენ მკურნალობის კურსს.
ამ ეტაპზე გუდაუთის ინფექციურში 94 კოვიდდადებითი პირი მკურნალობს, აქედან 26-ის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურში 37, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში 26, ტყვარჩელის კლინიკაში 14, გაგრის ცენტრალურ საავადმყოფოში 20, საველე ჰოსპიტალში კი 60 პაციენტი იმყოფება.
აფხაზეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 10 875 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 154, გამოჯანმრთელდა 8 701 ადამიანი.

მასალის გამოყენების პირობები