კორონავირუსით აფხაზეთში კიდევ 2 ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა 109 ახალი შემთხვევა
ბოლო მონაცემებით აფხაზეთში 514 ადამიანი გამოიკვლიეს, მათგან 109-ს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკაში Сovid 19-სგან მოსახლეობის დაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
ამავე ცნობით, გარდაიცვალა კიდევ 2 პაციენტი. 1938 წელს დაბადებული მამაკაცი და 1953 წელს დაბადებული ქალი გუდაუთის საავადმყოფოში გადიოდნენ მკურნალობის კურსს.
ამ ეტაპზე გუდაუთის კლინიკაში 127 კოვიდდადებითი პირი მკურნალობს, აქედან 35-ის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურში 37, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში 22, ტყვარჩელის კლინიკაში 15, გაგრის ცენტრალურ საავადმყოფოში 20, საველე ჰოსპიტალში კი 62 პაციენტი იმყოფება.
აფხაზეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 10 984 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 156, გამოჯანმრთელდა 8 898 ადამიანი.

მასალის გამოყენების პირობები