სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში მყოფებიდან 21 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა
სამეგრელოს მასშტაბით არსებულ კოვიდმიმღებ კლინიკებში ბოლო მონაცემებით 186 ადამიანი მკურნალობს,
მათგან 21 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 66 პაციენტი რუხის კლინიკაშია მოთავსებული, მათ შორის, 8 პირის მდგომარეობა მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 35 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან 3 მძიმეა.სენამედის კლინკაში მკურნალობის კურსს გადის 33 კოვიდინფიცირებული, მათ შორის მძიმეა 6-ის მდგომარეობა. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 17 ინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის 4 მძიმე მდგომარეობაშია. აბაშის ევექსის კოვიდკლინიკაში 12 პაციენტია მოთავსებული, სენაკის "ლაზიკა მედში" კი 23.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 110 დამიანი.
საკარანტინო სივრცეებში 57 პირი იმყოფება.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 110 დამიანი.
საკარანტინო სივრცეებში 57 პირი იმყოფება.
მასალის გამოყენების პირობები