სამეგრელო-ზემო სვანეთში Covid 19-ით ინფიცირების 70 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, გასულ 24 საათში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე 18 007 ადამიანი გამოიკვლიეს და დადასტურდა ინფიცირების 742 ახალი შემთხვევა.
აქედან 70 სამეგრელო - ზემო სვანეთში დაფიქსირდა. ამავე ცნობით, საქართველოში Covid 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 255 564-ს.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე 6 903 აქტიური შემთხვევიდან 2 842 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 081 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 245 527-მდე.
კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 12 ადამიანი გარდაიცვალა. დღემდე ვირუსს ჯამში 3 108 პირი ემსხვერპლა.

მასალის გამოყენების პირობები