აფხაზეთში კორონავირუსით 6 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა, გამოვლინდა ინფიცირების 54 ახალი შემთხვევა
დე ფაქტო რესპუბლიკაში Сovid 19-სგან მოსახლეობის დაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის ბოლო მონაცემებით აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 543 ადამიანს, მათგან 54-ს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ამავე ცნობით, გარდაიცვალა კიდევ 6 პაციენტი. ორი კოვიდინფიცირებული გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში გარდაიცვალა, ერთი – სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში, სამი კოვიდინფიცირებული კი – რუსეთის სამხედრო მობილურ ჰოსპიტალში.
ამ ეტაპზე ექვს კოვიდცენტრში 248 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათგან 34 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე დე ფაქტო აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 11 355 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 167 პაციენტი გარდაიცვალა, 9 467 კი, გამოჯანმრთელდა.

მასალის გამოყენების პირობები