სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში 184 პაციენტიდან მძიმე მდგომარეობაშია 13 პირი
ბოლო მონაცემებით სამეგრელოს მასშტაბით არსებულ კოვიდმიმღებ კლინიკებში 184 ადამიანი მკურნალობს, მათგან 13 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 58 პაციენტი რუხის კლინიკაშია მოთავსებული. ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის 5 მძიმეა. სენამედის კლინკაში მკურნალობის კურსს გადის 31 კოვიდინფიცირებული, მათ შორის მძიმეა 5-ის მდგომარეობა. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 25 ინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის 3 მძიმე მდგომარეობაშია. აბაშის ევექსის კოვიდკლინიკაში 9 პაციენტი რჩება, სენაკის "ლაზიკა მედში" კი 21 პირი.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 84 ადამიანი, გამოვლინდა Covid 19-ით ინფიცირების 85 ახალი შემთხვევა.
საკარანტინო სივრცეებში 56 პირი იმყოფება.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 84 ადამიანი, გამოვლინდა Covid 19-ით ინფიცირების 85 ახალი შემთხვევა.
საკარანტინო სივრცეებში 56 პირი იმყოფება.
მასალის გამოყენების პირობები