სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი 85 პირს დადასტურდა
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე 17 271 ადამიანი გამოიკვლიეს და დადასტურდა ინფიცირების 858 ახალი შემთხვევა.
აქედან 85 სამეგრელო - ზემო სვანეთში დაფიქსირდა. ამავე ცნობით, საქართველოში Covid 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 259 209-ს.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე 5 686 აქტიური შემთხვევიდან 2 520 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. მათ შორის სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში 184 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 580 პირი. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 250 289-მდე.
კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 14 ადამიანი გარდაიცვალა. დღემდე ვირუსს ჯამში 3 208 პირი ემსხვერპლა.

მასალის გამოყენების პირობები