სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 69 ახალი შემთხვევაა
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 15 792 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 688 შემთხვევა, აქედან 69 სამეგრელო - ზემო სვანეთში დაფიქსირდა.
ამავე ცნობით, საქართველოში Covid 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 259 897-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 788 პირი, მათ შორის 88 სამეგრელოს მასშტაბით. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 251 077-მდე.
კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 13 პაციენტი გარდაიცვალა. დღემდე ვირუსს ჯამში 3 221 პირი ემსხვერპლა.
მასალის გამოყენების პირობები