სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 95 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე 18 331 ადამიანი გამოიკვლიეს და დადასტურდა ინფიცირების 829 ახალი შემთხვევა.
აქედან 95 სამეგრელო - ზემო სვანეთში დაფიქსირდა. ამავე ცნობით, საქართველოში Covid 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 263 057-ს.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე 4 809 აქტიური შემთხვევიდან 2 149 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს, მათ შორის სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში 177 პირი.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 566 პირი. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 254 9168-მდე.
კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 8 ადამიანი გარდაიცვალა, ვირუსს ჯამში 3 306 პირი ემსხვერპლა.

მასალის გამოყენების პირობები