აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ 2 ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა ინფიცირების 37 ახალი შემთხვევა
აფხაზეთში Сovid 19-სგან მოსახლეობის დაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის ბოლო მონაცემებით დე ფაქტო რესპუბლიკის მასშტაბით 431 ადამიანი გამოიკვლიეს და მათგან 37-ს კორონავირუსი დაუდგინდა.
ამავე ცნობით, გარდაიცვალა კიდევ 2 პაციენტი. 74 და 75 წლის ქალები გუდაუთის საავადმყოფოში გადიოდნენ მკურნალობის კურსს.
ამ ეტაპზე გუდაუთის კლინიკაში 67 კოვიდდადებითი პირი მკურნალობს, აქედან 24-ის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურში 28, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში 10, ტყვარჩელის კლინიკაში 7, გაგრის ცენტრალურ საავადმყოფოში 22, საველე ჰოსპიტალში კი 23 პაციენტი იმყოფება.
აფხაზეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 12 025 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 191, გამოჯანმრთელებული კი 11 628 ადამიანი.

მასალის გამოყენების პირობები