სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით Covid-19 კიდევ 34 პირს დაუდგინდა
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე 19 192 ადამიანი გამოიკვლიეს და დადასტურდა ინფიცირების 486 ახალი შემთხვევა.
აქედან 34 სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა. ამავე ცნობით, საქართველოში Covid 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 266 948-ს.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე 3 805 აქტიური შემთხვევიდან 1 828 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში 145 პაციენტი გადის მკურნალობის კურსს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 499 პირი. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 259 228-მდე.
კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 13 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსს ჯამში 3 390 პირი ემსხვერპლა.

მასალის გამოყენების პირობები