სამეგრელოს კოვიდკლინიკებში 143 პაციენტი მკურნალობს
სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში 143 პაციენტი მკურნალობს, აქიდან მძიმეა 9 ადამიანის მდგომარეობა.
ამ ეტაპზე რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 51 კოვიდპაციენტი გადის, მათ შორის მძიმეა 1 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ფოთის ჰოსპიტალში 32 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის 3 მძიმედაა. "სენამედში" 20 პირი იმყოფება, მათგან 3 მძიმე პაციენტია. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში 15 ადამიანი მკურნალობს, 2 მათგანის მდგომარეობა მძიმეა. აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში 8, ხოლო სენაკის "ლაზიკა მედში" 17 პაციენტია მოთავსებული.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 53 ადამიანი, გამოვლინდა ინფიცირების 27 ახალი შემთხვევა. კორონავირუსით სამეგრელოში კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ოჩამჩირის მკვიდრი რუხის კლინიკაში მკურნალობდა.

მასალის გამოყენების პირობები