აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 21 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აფხაზეთში Сovid 19-სგან მოსახლეობის დაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის ბოლო მონაცემებით დე ფაქტო რესპუბლიკის მასშტაბით 221 ადამიანი გამოიკვლიეს და მათგან 21-ს კორონავირუსი დაუდგინდა.
ამავე ცნობით, გუდაუთის კლინიკაში ამ ეტაპზე 54 კოვიდდადებითი პირი მკურნალობს, აქედან 18-ის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურში 19, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში 7, ტყვარჩელის კლინიკაში 5, გაგრის ცენტრალურ საავადმყოფოში 15, საველე ჰოსპიტალში კი 19 პაციენტი იმყოფება.
აფხაზეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 12 671 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 195, გამოჯანმრთელებული კი 11 947 ადამიანი.
აფხაზეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 12 671 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 195, გამოჯანმრთელებული კი 11 947 ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები