კორონავირუსით აბაშის მკვიდრი გარდაიცვალა
ბოლო 24 საათში სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით კორონავირუსით 1 ადამიანი გარდაიცვალა.
სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 79 წლის ქალი აბაშის მკვიდრია. ის თერჯოლის კოვიდცენტრში გადიოდა მკურნალობის კურსს.
სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში ამ ეტაპზე 142 ადამიანი მკურნალობს. მათგან 13-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 30 პირი, გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 27 ახალი შემთხვევა.
საკარანტინო სივრცეებში 141 ადამიანი იმყოფება.

მასალის გამოყენების პირობები