სამეგრელოს კოვიდკლინიკებში 101 პაციენტიდან 8 მძიმე მდგომარეობაშია
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში 101 ადამიანი მკურნალობს, აქედან 8 პაციენტის მდგომარეობა ისევ მძიმეა.
ამ ეტაპზე რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 39 კოვიდპაციენტი გადის, მათ შორის, მძიმეა 2 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ფოთის ჰოსპიტალში 26 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის 2 მძიმედაა. "სენა-მედში" 9 პირი იმყოფება, მათგან 1 მძიმე პაციენტია. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში 9 ადამიანი მკურნალობს, 2 მათგანის მდგომარეობა მძიმეა. აბაშის "ევექსის" კოვიდკლინიკაში 8 პირი გადის მკურნალობის კურსს. სენაკის "ლაზიკა მედში" 10 პაციენტია მოთავსებული, მათგან 1 მძიმედაა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით, გამოჯანმრთელდა 23 პირი. საკარანტინო სივრცეში 99 ადამიანი იმყოფება.

მასალის გამოყენების პირობები