სამეგრელოს კოვიდკლინიკებში 114 პაციენტი მკურნალობს
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში 114 ადამიანი მკურნალობს, აქედან 8 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
ამ ეტაპზე რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 44 კოვიდპაციენტი გადის, მათ შორის, მძიმეა 2 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ფოთის ჰოსპიტალში 23 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის 2 მძიმედაა. "სენამედში" 9 პირი იმყოფება, მათგან 1 მძიმე პაციენტია. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში 9 ადამიანი მკურნალობს, 2 მათგანის მდგომარეობა მძიმეა. აბაშის "ევექსის" კოვიდკლინიკაში 8 პირი გადის მკურნალობის კურსს. სენაკის "ლაზიკა მედში" 21 პაციენტია მოთავსებული, მათგან 1 მძიმედაა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით, გამოჯანმრთელდა 37 პირი, გამოვლინდა ინფიცირების 36 ახალი შემთხვევა. საკარანტინო სივრცეში 97 ადამიანი იმყოფება.

მასალის გამოყენების პირობები