სამეგრელოს კოვიდკლინიკებში 91 ადამიანი მკურნალობს, მძიმე მდგომარეობაშია 10 პაციენტი
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში 91 ადამიანი მკურნალობს, აქედან 10 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
ამავე ცნობით, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 36 კოვიდპაციენტი გადის, მათ შორის, მძიმეა 6 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ფოთის ჰოსპიტალში 29 ადამიანი მკურნალობს, მათ შორის 3 მძიმედაა. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში 5 კოვიდინფიცირებული მოთავსებული, 1 მათგანის მდგომარეობა მძიმეა. აბაშის "ევექსის" კოვიდკლინიკაში 6 პირი გადის მკურნალობის კურსს. სენაკის "ლაზიკა მედში" კი 15 პაციენტი იმყოფება.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 29 პირი, გამოვლინდა ინფიცირების 23 ახალი შემთხვევა.
საკარანტინო სივრცეში 133 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 29 პირი, გამოვლინდა ინფიცირების 23 ახალი შემთხვევა.
საკარანტინო სივრცეში 133 ადამიანი იმყოფება.
მასალის გამოყენების პირობები