სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის კიდევ 9 შემთხვევა გამოვლინდა
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე 6 351 ადამიანი გამოიკვლიეს და დადასტურდა ინფიცირების 139 ახალი შემთხვევა. აქედან 9 სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, საქართველოში Covid 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 273 137-ს.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე 2 495 აქტიური შემთხვევიდან 1 383 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. ვირუსისგან განიკურნა კიდევ 129 პირი. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 267 015-მდე.
კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 10 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსს ჯამში 3 601 პირი ემსხვერპლა.

მასალის გამოყენების პირობები