სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი 17 პირს დაუდასტურდა
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე 24 594 ადამიანი გამოიკვლიეს და დადასტურდა ინფიცირების 395 ახალი შემთხვევა. აქედან 17 სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, საქართველოში Covid 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 274 045-ს.
ვირუსისგან განიკურნა კიდევ 310 პირი. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 267 421-მდე.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე 2 976 აქტიური შემთხვევიდან 1 324 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში 68 პაციენტი გადის მკურნალობის კურსს.
კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 9 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსს ჯამში 3 622 პირი ემსხვერპლა.

მასალის გამოყენების პირობები