აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა
აფხაზეთში Covid 19-სგან მოსახლეობის დაცვის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის ბოლო მონაცემებით დე ფაქტო რესპუბლიკის მასშტაბით 217 ადამიანი გამოიკვლიეს და მათგან 19 - ს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ამავე მონაცემებით, გუდაუთის საავადმყოფოში კორონავირუსით 1 პაციენტი, 1956 წელს დაბადებული ქალი გარდაიცვალა.
გუდაუთის კლინიკაში ამ ეტაპზე 19 კოვიდდადებითი პირი მკურნალობს, მათგან 9 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 19 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში - 5, გაგრის ცენტრალურ საავადმყოფოში - 8 პაციენტი გადის მკურნალობის კურსს. ტყვარჩელის საავადმყოფოში ამ ეტაპზე არც ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი არ რჩება.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე სოხუმმა კორონავირუსის 13 167 შემთხვევა აღრიცხა, გარდაცვლილია - 206, გამოჯანმრთელებულდა - 12 610 ადამიანი.

მასალის გამოყენების პირობები