სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში მყოფებიდან 7 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის სამეგრელოს
კოვიდმიმღებ კლინიკებში 90-მდე ადამიანი მკურნალობს, აქედან 7 პაციენტის მდგომარეობა ისევ მძიმეა. ამავე ცნობით, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 29 კოვიდპაციენტი გადის, მათ შორის, მძიმეა 4 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ფოთის ჰოსპიტალში 21 ადამიანი მკურნალობს, მათ შორის 2 მძიმედაა. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში 9 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული, მათგან მძიმედაა 1 პირი. აბაშის "ევექსის" კოვიდკლინიკაში 7 პირი გადის მკურნალობის კურსს. სენაკის "ლაზიკა მედში" კი 23 პაციენტი იმყოფება.
რეგიონის მასშტაბით კორონავირუსისგან კიდევ 30 ადამიანი გამოჯანმრთელდა. საკარანტინო სივრცეში 124 პირი იმყოფება.
რეგიონის მასშტაბით კორონავირუსისგან კიდევ 30 ადამიანი გამოჯანმრთელდა. საკარანტინო სივრცეში 124 პირი იმყოფება.
მასალის გამოყენების პირობები