სამეგრელოს კოვიდკლინიკებში 87 ადამიანი მკურნალობს, 8 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში 87 ადამიანი მკურნალობს, აქედან 8 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
ამავე ცნობით, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 34 კოვიდპაციენტი გადის, მათ შორის, მძიმეა 5 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ფოთის ჰოსპიტალში 21 ადამიანი მკურნალობს, მათ შორის 2 მძიმედაა. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში 9 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული, მათგან მძიმედაა 1 პირი. აბაშის "ევექსის" კოვიდკლინიკაში 6 პირი გადის მკურნალობის კურსს. სენაკის "ლაზიკა მედში" კი 17 პაციენტი იმყოფება.
რეგიონის მასშტაბით კორონავირუსისგან კიდევ 12 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გამოვლინდა ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა. საკარანტინო სივრცეში 117 პირი იმყოფება.
რეგიონის მასშტაბით კორონავირუსისგან კიდევ 12 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გამოვლინდა ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა. საკარანტინო სივრცეში 117 პირი იმყოფება.
მასალის გამოყენების პირობები