სამეგრელოს კოვიდკლინიკებში 103 ადამიანი მკურნალობს, 5 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში 103 ადამიანი მკურნალობს, აქედან 5 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
ამავე ცნობით, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 34 კოვიდპაციენტი გადის, მათ შორის, მძიმეა 2 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ფოთის ჰოსპიტალში 38 ადამიანი მკურნალობს, მათ შორის 3 მძიმედაა. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში 5 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული. აბაშის "ევექსის" კოვიდკლინიკაში 12 პირი გადის მკურნალობის კურსს. სენაკის "ლაზიკა მედში" კი 14 პაციენტი იმყოფება.
რეგიონის მასშტაბით კორონავირუსისგან კიდევ 2 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გამოვლინდა ინფიცირების 9 ახალი შემთხვევა.
საკარანტინო სივრცეში 115 პირი იმყოფება.
რეგიონის მასშტაბით კორონავირუსისგან კიდევ 2 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გამოვლინდა ინფიცირების 9 ახალი შემთხვევა.
საკარანტინო სივრცეში 115 პირი იმყოფება.
მასალის გამოყენების პირობები