ხობის სოფელ თორსაში კორონავირუსის 8 შემთხვევა "აჭარა ტექსტილს" უკავშირდება
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ თორსაში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. როგორც რადიო "ათინათს" ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრში უთხრეს,
ყველა ინფიცირებული რამდენიმე დღის წინ დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია.
"აჭარა ტექსტილის" თანამშრომელია ქალბატონი, რომელსაც დაუდასტურდა რამდენიმე დღის წინ, მისი კონტაქტები გაიტესტა და დღეს გამოვლინდა 7 ახალი შემთხვევა. ლოკალურად არის ერთ ქუჩაზე. უბნის ექიმი ტესტავს სოფლის მოსახლეობას, ჯერჯერობით პანიკის საფუძველი არ გვაქვს", - აღნიშნა ცენტრის ხელმძღვანელმა შორენა საბახტარაშვილმა.
მისივე ცნობით, ამ ეტაპზე ხობის მასშტაბით კორონავირუსის 65 აქტიური შემთხვევაა აღრიცხული.

მასალის გამოყენების პირობები