სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 19 შემთხვევა დაადასტურა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 187 ადამიანი გამოიკვლიეს და მათგან 19-ს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამ ეტაპზე, გუდაუთის კლინიკაში 37 კოვიდდადებითი პირი
მკურნალობს, მათგან 12 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 29 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში - 11, გაგრის ცენტრალურ საავადმყოფოში - 8.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 13793 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 13 305, გარდაიცვალა - 218 კოვიდინფიცირებული პაციენტი.
სოხუმი პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვების კიდევ 1 თვით გაგრძელებას ვაქცინაციის დაწყებამდე გეგმავენ. აკრძალვების დიდი ნაწილი მარტიდან მოიხსნა - მუშაობენ სკოლები, საბავშვო ბაღები, კულტურის და კვების ობიექტები, (სტუმრების ღია სივრცეებში მიღების პირობით). ამ დრომდე, აკრძალულია, მასობრივი სპორტული და სხვა ტიპის ღონისძიებების ჩატარება.

მასალის გამოყენების პირობები