სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 78 და გარდაცვალების 1 შემთხვევა დაადასტურა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 340 ადამიანი გამოიკვლიეს და მათგან 78 -ს კორონავირუსი დაუდასტურდა. ოპერატიული შტაბის მონაცემებით, კიდევ ერთი პაციენტი
გარდაიცვალა კორონავირუსით, 1932 წელს დაბადებული მამაკაცი გუდაუთის საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობის კურსს.
ამ ეტაპზე, გუდაუთის კლინიკაში 37 კოვიდდადებითი პირი მკურნალობს, მათგან 14 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 36 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში - 10, გაგრის ცენტრალურ საავადმყოფოში - 12, ტყვარჩელის საავადმყოფოში კი - 3 პაციენტი იმყოფება
პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 14 002 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 13 350, გარდაიცვალა - 220 კოვიდინფიცირებული პაციენტი.

მასალის გამოყენების პირობები