რუხის კლინიკაში გალის 2 მკვიდრი გარდაიცვალა
რუხის კოვიდკლინიკაში გასული დღე-ღამის განმავლობაში 2 პაციენტი გარდაიცვალა. ორივე მათგანი გალის მკვიდრია.
ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. ამავე ცნობით, 73 წლის მამაკაცი საბერიოდან, ხოლო 62 წლის ქალი ნაბაკევიდანაა.
ამ ეტაპზე რუხის საავადმყოფოში 159 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის 23-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ამ ეტაპზე რუხის საავადმყოფოში 159 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის 23-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
მასალის გამოყენების პირობები