სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსით კიდევ 115 ადამიანი დაინფიცირდა
გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით Covid 19-ზე სულ 31 958 ადამიანი გამოიკვლიეს და გამოვლინდა ინფიცირების 1 250 ახალი შემთხვევა.
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი კიდევ 115 პირს დაუდასტურდა. საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა გაიზარდა 302 785-მდე. ვირუსისგან განიკურნა კიდევ 463 პირი. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 284 749-ს შეადგენს
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე 14 003 აქტიური შემთხვევიდან 3 566 ადამიანი საავადმყოფოშია მოთავსებული. სამეგრელოს კოვიდცენტრებში 276 პაციენტი მკურნალობს.
კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 15 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 2 რუხის კოვიდკლინიკაში. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 007 პირი ემსხვერპლა.

მასალის გამოყენების პირობები