სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 118 ახალი შემთხვევაა
გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით Covid 19-ზე სულ 27 648 ადამიანი გამოიკვლიეს და გამოვლინდა ინფიცირების 2 171 ახალი შემთხვევა.
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი კიდევ 118 პირს დაუდასტურდა. საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა გაიზარდა 315 913-მდე. ვირუსისგან განიკურნა კიდევ 1 074 პირი. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 296 532-ს შეადგენს.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე 15 148 აქტიური შემთხვევიდან 4 289 ადამიანი საავადმყოფოშია მოთავსებული, სამეგრელოს კოვიდცენტრებში 254 პაციენტი მკურნალობს.
კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 24 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 1 რუხის საავადმყოფოში. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 207 პირი ემსხვერპლა.

მასალის გამოყენების პირობები