სოხუმი: კორონავირუსით კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში, ბოლო მონაცემებით, 246 ადამიანი გამოიკვლიეს, მათგან 39 - ს Covid – 19 დაუდასტურდა, ინფორმაციას ოპერატიული შტაბი
ავრცელებს. მათივე ცნობით, გუდაუთის საავადმყოფოში 9 და 10 მაისს, 1933 და 1938 წელს დაბადებული, ორი პაციენტი გარდაიცვალა.
ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, გუდაუთის კლინიკაში 44 პირი მკურნალობს, მათგან 23 მძიმე მდგომარეობაშია. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 37 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში - 16, გაგრის საავადმყოფოში - 16, ტყვარჩელში კი - 6 პაციენტი იმყოფება.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 14 834 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 13 823, გარდაიცვალა - 224 კოვიდინფიცირებული პაციენტი.

მასალის გამოყენების პირობები