სამეგრელოს კოვიდკლინიკებში 275 პირი მკურნალობს
სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში ბოლო მონაცემებით 275 ადამიანი მკურნალობს.
მძიმეა 51 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც რუხის საავადმყოფოში გადის მკურნალობის კურსს. სულ აღნიშნულ კოვიდკლინიკაში 136 ინფიცირებულია მოთავსებული.
სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდინფიცირებული რჩება. აბაშის "ევექსის" კლინიკაში 28 პაციენტია მოთავსებული, სენაკის "ლაზიკა მედში" 59 პირი აგრძელებს მკურნალობას, მათ შორის საშუალო სიმძიმის 57, ხოლო "სენამედში" 12 პაციენტი იმყოფება.
სამეგრელოში კორონავირუსისგან კიდევ 117 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გამოვლინდა ინფიცირების 149 ახალი შემთხვევა.
საკარანტინო სივრცეში 8 მოქალაქე რჩება.

მასალის გამოყენების პირობები