ზუგდიდის მერი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა
გიორგი შენგელია კორონავირუსის საწინააღმდეგო, "სინოფარმის" ვაქცინით აიცრა. ინფორმაციას ზუგდიდის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
ამავე ცნობით, შენგელიასთან ერთად, მერიის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებიც აიცრნენ.
"ყველას მოვუწოდებ ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში, ვინაიდან ვირუსთან საბრძოლველად ყველაზე ეფექტური საშუალება ვაქცინაა. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს", - აღნიშნა გიორგი შენგელიამ.
"სინოფარმით" ვაქცინაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით 4 მაისს დაიწყო.

მასალის გამოყენების პირობები